ბედისწერამ დაუსაზღვრა დაბადების დრო და ალაგი,ბედისწერამ უბოძა გვარი,ბედისწერამვე დაბადა წალენჯიხაში 3 ივნისს,1898წელს...მანვე დაუწერა ხვედრი-ეტარებინა ტკივილი საკუთარ არსებაში.
ტერენტი კვირკველია-მაგიური ბედისწერაა ამ სახელსა და გვარში-ასე სწამდა პოეტს.
1918 წელს მიატოვა სოფელი დადაუტოვა ძვირფას დებს_მაშოს და ზოზიას ცრემლიანი ოცნება დაკარგულ
ძმაზე და თბილისს_თავის საყვარელსა და მტანჯველ თბილისს მიანდო ბედი…
რკინიგზაზე მუშადყოფნა, შიკრიკობა ,,სახალხო საქმის,, რედაქციაში…ფარული შიში…იჭვი…უცხოობა…
და პირველი ლექსი ,,ახალ ნაკადში,, 1919 წელს… თავისუფალი საქართველო…სიხარული, ბედნიერება…
და გალაქტიონი_სათაყვანებელი გალაქტიონი…მერე საბედისწერო რიცხვები_1921, 1924…სისხლი, კვლავ სიკვდილი
და ,,მემენტო მორი,,…
პოეზიის ზემგრძნობიარე ძალა ასულდგმულებდა მხოლოდ, პოეზია მიაფრენდა ზეცისკენ, მოუხილავ
მესამე გზისკენ და ოდნავადაც არ ადარდებდა მიწიერი უსახლკარობა. მძიმე იყო და ეკლიანი მისი ცხოვრება,
ხოლო პოეზია და კაცობა_მისი დევნილი.
მარტოსულ და ველურ ყიჟინიდან განდგომილ პოეტს 1930 წელს თბილისიდან სურამში გადასახლება მიუსაჯეს_
სულით სნეულთა სახლში… ოთხი წლის კატორღა აგემეს უსათუთესი სულის პოეტს და ბოლოს_ თბილისს გაქცევა
სურამიდან და არამიანცისეულ საავადმყოფოში მძიმე სენით სიკვდილი 1934 წლის 10 ოქტომბერს…
არც ნეკროლოგი, არც უბრალო ცნობა სადმე გაზეთში… მცირე პროცესია ფარულად მიასვენებდა პოეტის ცხედარს პეტრე-პავლეს სააფლაოსკენ…

No comments:
Post a Comment