Monday, November 4, 2013

ჩემი სოფლის არქიტექტურული ძეგლები

პროექტის სახელწოდება: ჩემი სოფლის არქიტექტურული ძეგლები
პროექტის მთავარი იდეა:არქიტექტურული ძეგლების ისტორიული მნიშვნელობა;კედლის მხატვრობა;წმინდა მამების მოღვაწეობა;არქეოლოგიური გამოკვლევები;ძეგლის დღევანდელი დანიშნულება.
პროექტის აქტუალობა:მოქმედი და მივიწყებული ისტორიული ძეგლების გაცნობა;მოსწავლეთა მიერ მასალების მოძიება და ბლოგზე განთავსება;
პროექტის მიზნები:ისტორიული ძეგლების უკეთ გაცნობა;მოსწავლეთა შორის ამ ძეგლების პოპულარიზაცია.
მონაწილეთა ასაკი:x კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები მოიძიოებენ მასალას თავიანთი სოფლის არქიტექტურული ძეგლების შესახებ;
მოინახულებენ და შეაგროვებენ ვიდეო და ფოტომასალას.დააკავშირებენ ლიტერატურასთან(თუ ასეთი ნაწარმოები მოიპოვება),ან კინოფილმთან;გამო
იყენებენ ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროებს.ჩაიწერენ ადგილობრივების მონათხრობს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ისტორიული ძეგლი;ისტორიული წყაროები;ფოტომასალა/ვიდეომასალა;მხატვრული ლიტერატურა;კინოფილმი;
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები ეტაპობრივად აგროვებენ სასურველ ინფორმაციას,ფოტომასალას.მოინახულებენ მუზეუმს,ხელნაწერთა ინსტიტუტს.პერიოდულად აკეთებენ კლასში პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:პროექტის თემა ახლო კავშირშია ისტორიასთან.მოსწავლეები ლიტერატურასა და ისტორიულ სინამდვილეს უკავშირებენ ერთმანეთს.შეძლებენ საგნების ინტეგრირებას.
პროექტის ხელმძღვანელი:ია ოდიშარია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:iaodi@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://iaodi77.blogspot.com/



ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა ტაძარი
       მარტვილის მონასტერი — ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი ქალაქ მარტვილში, სამეგრელო.
       სამონასტრო კომპლექსი დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც თითქმის მთელი იმერეთ-სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ამჯამად ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპის ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა ძლიერ დააზიანა იგი. რის გამოც X საუკუნეში გიორგი მეორემ ხელახლა საფუძვლიანად შეაკეთებინა იგი. სავარაუდოდ, ამის გამო მიაწერს "ქართლის ცხოვრება" გიორგის მარტვილის ეკლესიის აღშენებას. ტაძრის ჯვრის ტოტები მოშალეს და მოუშენეს ეკვდერები. მხოლოდ აღმოსავლეთშია ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით.
       ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16, და მე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი.
       უხსოვარი დროიდან ჭყონდიდი წარმართული რელიგიის კერა იყო. მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი-ჭყონის (მუხის) უზარმაზარი ხე. იგი წარმოადგენდა ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ კაპუნიას წარმართულ სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები-ჭყოინდარები კი ჩვილებს სწირავდნენ. პირველი ეკლესია სწორედ აქ მდებარე მუხის ადგილას აშენებულა (თარიღი უცნობია) ანდრია პირველწოდებულის სახელზე, რომელმაც სამეგრელოში ქრისტიანობა იქადაგა. გვიან, მე-7 საუკუნეში აშენდა მარტვილ-ჭყონდიდის ტაძარი, რომლის ტრაპეზი დაფლულ სიწმინდეს - მოჭრილ მუხის ფესვებს დაეფუძნა.
       მარტვილ-ჭყონდიდის მანასტერი მე-10 საუკენეში ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, როდესაც იგი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა. ტაძარს შერჩა სახელი მარტვილი, ეპისკოპოსებს კი ჭყონდიდელები ეწოდად. მე-10 საუკენეში აქ მოღვაწეობდა იოანე მინჩხი — ჰიმნოგრაფი.
       მარტვილის მონასტერი ძლიერი საგანმანათლებლო კერა იყო. ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. "ქართლის ცხოვრების" ცნობით ბაგრატ IV მარტვილის მონასტერშია დამარხული.
       მონასტერში იყო კრიპტერია - გადამწერ ბერთა სამყოფი. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები.
       მარტვილში მოღვაწეობდნენ ქართული სულიერების მატარებელი მწიგნობრები და განმანათლებლები:
სტეფანე სინანოის ძე ჭყონდიდელი - მე-10 ს.
გიორგი ჭყონდიდელი - მე-11 ს.
იოანე ჭყონდიდელი - მე-11 ს.
სვიმონ ჭყონდიდელი - მე-12 ს. - ცნობილი კალეგრაფი და გადამწერი
ანტონ გნოლისთავიძე, იგივე ანტონ ჭყონდიდელი (თამარის თანამედროვე, თარგმნა წიგნი "სააქიმიო")
არსენ ჭყონდიდელი - მე-13 ს.
ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელი (ფილისოფოსი, თარგმა ლოღიკის სახელმძღვანელო)
რომანოზ მესვეტე - მე-19 ს.
       მათ შორის ყველაზე გამორჩეული და შთამბეჭდავი გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და "თანაგამკაფელი ყოველთა გზათა" იყო.
       მთავარი ტაძრიდან, ჩრდილოეთით, გალავანზე დგას თლილი ქვებით ნაგები მინიატურული ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, "ჩიქვანებისად" სახელდებული. ეკლესია სამსართულიანია. ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: "სილამაზე ამ ეკლესიისა სწორედ მომხიბლავია და მარტო ამის სანახავად ღირს რომ კაცი გაემგზავროს მარტვილში". დასავლეთით, მთავარ ტაძართან ახლოს, დგას მაღალი სვეტი, რომელზეც მესვეთის ეკლესია-ოთახია. დიუბუას ცნობით ხალხი ადიოდა და ლოცვა-კურთხევას იღებდა მესვეტისაგან. აქ უკანასკნელი მესვეტე ბერი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა.
       მარტვილის მონასტერი გასაბჭოებამდე მოქმედი იყო. აქ იყო მამათა ლავრა და წირვალოცვა რამდენიმე ადგილას აღევლინებოდა. რამდენიმე ათეულ წლიანი იძულებით უმოქმედობის შემდეგ მარტვილის მონასტერი 1998 წელს საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა.
       2007 წლიდან ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრეს ლოცვა-კურთხევით მარტივილი ისევ სამონასტრო კომპლექსად იქცა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა საპატრიარქო რეზიდენცია, დაარსდა წმ. ანდრია პირველწოდებულის მამათა მონასტერი, და წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. განახლდა ბერ-მონაზვნური ცხოვრება. მონასტრები ამჟამად მშენებარე პრეცესშია. შენდება მონასტრის კელიები, სასტუმრო სახლი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მონასტერს აქვს მცირე მეურნეობა, დედები ქარგავენ, აკეთებენ სანთლებს და ამზადებენ სხვადასხვა სუვენირებს.





No comments:

Post a Comment